საკრუიზო ლაინერის
„კოსტა-კონკორდიას“ მგზავრთა ევაკუაცია 50 წუთის დაგვიანებით დაიწყო - ნათქვამია
სპეციალისტთა დასკვნაში, რომელიც გემის „შავი ყუთის“ გაშიფვრის შემდეგ დაიწერა.
ამ დარღვევაში ბრალი კაპიტანს ფრანჩესკო სკეტინოს მიუძღვის, ასევე
კრიზისული ცენტრის ხელმძღვანელს იმ კომპანიიდან, რომელსაც ხომალდი ეკუთვნოდა.
ასობით გვერდზე
ჩამოყალიბებული დასკვნები უკვე სასამართლოს გადაეცა: მასში არის ყველა ინფორმაცია
- თუ რა ხდებოდა გემზე ტრაგედიის მომენტში.
გაირკვა ისიც, რომ
ეკიპაჟის ნაწილმა საერთოდ არ იცოდა რა შდიოდა მის მოვალეობაში საგანგებო სიტუაციის
შემთხვევაში.
საკრუიზო ლაინერმა
„კოსტა-კონკორდიამ“ 14 იანვრის ღამეს იტალიურ კუნძულ ჯულიოსთან განიცადა ავარია.
მასზე 4200 ადამიანი იმყოფებოდა. ავარიის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა.
Internet.ge