საქართველოში ახალი სერვისი - 122
ამოქმედდა. დღიდან სხვადასხვა დახმარების გამოძახება ახალი სერვისით იქნება
შესაძლებელი. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“–ს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა განუცხადა.
მისი, თქმით, მოსახლეობისთვის 20 თეთრიანი ტარიფის დაწესება სერვისის
გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
„დღეიდან ახალი სერვისის მეშვეობით ყველა დახმარების გამოძახება ერთი
ნომრიდან იქნება შსაძლებელი. ეს ყველაფერი კი თვეში 20 თეთრად, დამერწმუნეთ, შსს
არსებული სამსახურეების გამართვაში და შენახვაში ბევრად მეტს ხარჯავს“,– განაცხადა
უტიაშვილმა.
Internet.ge