GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თამარ პატარიძე ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წარმომადგენლად აირჩიეს
14:31 14.09.2012
დღის სიახლეები

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) კონსერვაციის მსოფლიო კონგრესზე, რომელიც კორეაში ქ. ჯეჯუში მიმდინარეობს, მსოფლიო მასშტაბით რეგიონული წარმომადგენლების არჩევნები გაიმართა.

აღმოსავლეთ ევროპის, ჩრდილოეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ხმათა უმრავლესობით არჩეულ იქნა საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსის მოადგილე, თამარ პატარიძე.

აღნიშნულ რეგიონში ასევე არჩეულ იქნენ ჩეხეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები. საქართველოს მიერ წარდგენილ კანდიდატს მხარი დაუჭირა 152-მა ქვეყანამ და 513-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება დანარჩენი კანდიდატებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობას.

“საქართველოს მონაწლეობა ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის აღმოსავლეთ ევროპის, ჩრდილოეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საშუალებას მისცემს ჩვენს ქვეყანას, რომ უფრო აქტიურად იყოს ჩართული ბიომრავალფეროვნების დაცვაში, რაც აღნიშნული კავშირის მისიის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს და რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კლიმატის ცვლილების შესამცირებლად, მდგრადი ენერგიის მისაღწევად, მწვანე ეკონომიკის განსავითარებლად და ადამიანთა კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად”,- აღნიშნულია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მასობრივი ჩხუბის განეიტრალებას, რომელშიც ქალებიც ჩაებნენ, პატრულის ათობით ეკიპაჟი ცდილობდა1
ეკა ბესელია: ნიგვზიანში მუსულმანებს ლოცვის გაგრძელების საშუალება მიეცემათ2
ლევან გაჩეჩილაძის ვაჟის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება3
NDI: „ქართული ოცნების“ რეიტინგი შემცირდა4
230 ტონა ვადაგასულ პესტიციდს საქართველოდან გაიტანენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X