უკრაინის ექს-პრემიერის
მეუღლე და ქალიშვილი განგაშს ტეხენ. მათი თქმით, იულია ტიმოშენკო სიკვდილის
პირასაა და სულ რამდენიმე დღის სიცოცხლეღა დარჩა.
ევგენია ტიმოშენკომ ამის
შესახებ პრაღაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ექს-პრემიერი
უკვე 10 დღეა შიმშილობს, ძალიან დასუსტებულია და არავინ იცის, რამდენ ხანს
იცოცხლებს - 5 თუ 10 დღეს.
ოჯახის წევრთა
განცხადებით, ტიმოშენკო ფაქტობრივად ვეღარ დგება, მუდმივად წევს. უკრაინელი
ექიმების დამოკიდებულებას დედის მიმართ კი ევგენიამ „სისატიკისა და ცინიზმის აქტი“
უწოდა.
გასულ კვირას
ექს-პრემიერმა განაცხადა, რომ საავადმყოფოში ის ძალით წაიყვანეს - გაახვიეს
ზეწრებში, რომელსაც დაბოლოებები შეუკრეს და მუცელში ჩაარტყეს.
ტიომოშნკოს მეუღლემ
მოუწოდა მას, რომ შეწყვიტოს შიმშილობა.
Internet.ge