5 წლის ალი
მაკინს ოგაიოდან უიშვიათესი დაავადება აქვს, რომელიც მისი სხეულის კუნთებსა და
სახსრებს მყარ ძვლებად აქცევს.
მთელს
მსოფლიოში ეს დაავადება, დაახლოებით, 2 მილიონიდან ერთ ადამიანს ემართება და
ისინი, დროთა განმავლობაში, შეიძლება ითქვას, რომ ქვად იქცევიან, ისე, რომ ნაბიჯის
გადადგმასაც ვეღარ ახერხებენ.
თუ უახლოეს
მომავალში მკურნალობის მეთოდი არ მოინახება, ბავშვი ქანდაკებას დაემსგავსება -
ამბობს ალის დედა ანჟელა.
სამწუხაროდ,
მხოლოდ დიაგნოზის დადგენას 5 წელი დასჭირდა.
საინტერესოა,
რომ ნებისმიერი დაზიანება და თუნდაც ბავშვის დაცემა, ძვლების ზრდას უწყობს ხელს,
ამიტომ ალის, ვიდრე ჯერ კიდევ შეუძლია თამაში, სირბილიც კი აკრძალული აქვს.
ალის მშობლებმა
თავად დაიწყეს ლიტერატურის ძიება, რომელიც ამ დაავადებას შეეხება, რათა შვილს გარდაუვალი
ტანჯვა როგორმე შეუმსუბუქონ.
Internet.ge