საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “სამართლიანი
არჩევნებისა
და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” კოალიცია“ ქართული ოცნების” მიერ დღეს, ახალციხეში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება.
დაკვირვებას
ორგანიზაციები
წინასაარჩევნო
გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ
ორგანიზებულ
საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.
ორგანიზაციის
დამკვირვებლები
მონიტორინგს
გაუწევენ ახალციხეში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც დღეს დაგეგმილი აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების
მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება.
საია
და “სამართლიანი არჩევნები” იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციების
კანონმდებლობით
დადგენილი
გარანტიები.
internet.ge