დასაქმების მინისტრის მოადგილე დღეს ახალციხეში იმყოფებოდა, სადაც
დასაქმების აგენტებს შეხვდა. ნიკა რამიშვილმა მუშაკებს, უმუშევართა მონაცემების
დამუშავების სისტემა დეტალურად გააცნო.
მინისტრის მოადგილე დღესვე, ბარათის შევსების პროცესს ერთ-ერთი ოჯახში
დაესწრო და მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
„პირველადი მონაცემებით ძირითადი მოთხოვნებია: ბუღალტერზე, ბანკის
ოპერატორზე და რაც ყველაზე მთავარია ექთანზე, რადგან ჯანდაცვის ის სისტემა,
რომელიც შეიქმნა, ახლა უნდა გაძლიერდეს“,- განაცხადა რამიშვილმა.
ამჟამად არსებული მონაცემებით, ახალციხეში დასაქმების კითხვარი,
ოთხიათასამდე ადამიანმა შეავსო.
internet.ge