GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ყველაზე მაღალი ფინანსური შემოსავალი კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება"-მ მიიღო
16:25 15.09.2012
დღის სიახლეები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პერიოდის ფინანსური დეკლარაციების ანალიზის შედეგებს აქვეყნებს.

მონიტორინგის სამსახურის განცხადებით, ‘’21 აგვისტოს, კანონის მოთხოვნების შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ყველა საარჩევნო სუბიექტისგან მიიღო საარჩევნო პერიოდის ფინანსური დეკლარაციები. დეკლარაციების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სამი სუბიექტი ყველაზე მაღალი საერთო შემოსავლით, ესენია:

კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" - 50,725,534 ლარი;

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 21,402,789 ლარი;

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა -1,361,135 ლარი.

21 აგვისტოს მდგომარეობით, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით დადგენილ ზღვრულ მოცულობაში შესატანი ხარჯები პოლიტიკური გაერთიანებების მიხედვით შემდეგია:

კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" - 34,725, 275 ლარი;

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 14, 637,598 ლარი;

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა - 786,317 ლარი.

აღნიშნული ხარჯები მოიცავს, როგორც კანონიერ ხარჯებს, რომლებიც მოცემულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის წარმოდგენილ დეკლარაციებში, ასევე სასამართლოს მიერ დადგენილ უკანონო ხარჯებს.

შესაბამისად, კანონით დადგენილი 48,458,298 ლარის ლიმიტის მიღწევამდე, ეს პოლიტიკური სუბიექტები უფლებამოსილნი არიან გაიღონ შემდგომი ოდენობის ხარჯები:

კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" - 13,733,023 ლარი;

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 33,820,700 ლარი;

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა - 47,671,981 ლარი.

ორგანული კანონის მიხედვით, დადგენილი ლიმიტის გადაცილება გამოიწვევს გადაჭარბებული ოდენობის ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმებას. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პოლიტიკური სუბიექტი მიუახლოვდება კანონით დადგენილ ხარჯვის ზღვრულ მოცულობას, სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერილობით გააფრთხილებს მას ამის შესახებ, რათა თავიდან იქნას აცილებული შესაძლო კანონდარღვევის ფაქტი.“  

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რუსეთის შსს-მ აფხაზეთში იარაღის საწყობი აღმოაჩინა1
ირაკლი ალასანია შტეფან ფულეს შეხვდა2
ამოუცნობმა მფრინავმა ობიექტმა აეროპორტის მუშაობა შეაფერხა (VIDEO)3
ამირან გამყრელიძე ზურაბ ჭიაბერაშვილს შეხვდა4
აშშ: რუსეთში მილიონზე მეტ ადამიანს მონურად ამუშავებენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X