ათობით ათასი ადამიანი სამხრეთ კორეაში იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები მას შემდეგ,
რაც ქვეყნის სამხრეთ რაიონებს ტაიფუნი „სანბა“ დაატყდა თავს.
მისი მოძრაობის სიჩქარე საათში 34 კილომეტრს შეადგენს.
„სანბამ“ უკვე გამოიწვია ძლიერი შტორმი კურორტ ჩეჯუდოზე, ასევე
გამოიწვია უხვი ნალექი, რის გამოც ასობით ნაგებობა ახლა წყალში დგას, 10 ათასზე
მეტი ოჯახი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
კუნძულ ჩეჯუდოზე სტიქიის გამო 113 შიდა ავიარეისია გაუქმებული.
Internet.ge