თბილისის მერმა სასწავლო წლის დაწყება 105-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცა
11:16 17.09.2012
|
დღის სიახლეები
|
თბილისის მერმა გიგი უგულავამ სასწავლო წლის დაწყება, ვარკეთილში მდებარე 105-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცა და შემდეგ, რეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა.
105-ე საჯარო სკოლაში სრულად გარემონტდა შენობის პირველი სართული, გამოცვალა კარ-ფანჯარა, შეკეთდა გარე ფასადი და ყველა ის საკლასო ოთახი, სადაც პირველკლასელები ისწავლიან, ახალი ინვენტარით აღიჭურვა.
105-ე საჯარო სკოლაში სხვადასხვა ეროვნების 1 030 მოსწავლე სწავლობს. სასწავლო დაწესებულება ორსექტორიანია და შესაბამისად სწავლება ქართულ და რუსულ ენებზე მიმდინარეობს.
სკოლაში ფუნქციონირებს ფეხბურთის, კალათბურთისა და ჩოგბურთის წრეები, სურვილის შემთხვევაში შეიქმნება გახანგრძლივებული ჯგუფიც.105-ე საჯარო სკოლაში, მოზარდების სრულყოფილი განათლებაზე, 68 კვალიფიციური პედაგოგი ზრუნავს.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|