„მე არ დავუშვებ, რომ ჩვენს ქუჩებში იარონ სახედაფარულმა ქალებმა და
იძახონ ჩვენი მოკავშირე სახელმწიფოებისადმი მტრული ლოზუნგები. ადამიანთა ეს ჯგუფი
არ უნდა აგვერიოს ჩვენს თანამოქალაქე უმრავლოესობა მუსულმანებში.
ეს ადამიანები
მხოლოდ კარიკატურაა იმ ისლამზე, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში აღიარებენ“ - ეს განცხადება
საფრანგეთის შს მინისტრმა მანუელ ვალსმა გააკეთა, როცა განაცხადა, რომ მუსულმანებს
ამიერიდან ეკრძალებათ ანტიამერიკული მიტინგების ჩატარება.
ევროპის მასშტაბით, საფრანგეთში, მუსულმანთა ყველაზე დიდი დიასპორა
ცხოვრეობს, ისინი დაახლოებით 4 მილიონს შეადგენენ.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ გერმანიამ თავის ტერიოტორიაზე შესვლა
აუკრძალა ამერიკელ პასტორს ტერი ჯონსს, რომელმაც ერთი წლის წინ საჯაროდ დაწვა
ყურანი.
ჯონსის გერმანიაში მიწვევას ერთ-ერთი ადგილობრივი ულტრამემარჯვენე
ორგანიზაცია გეგმავდა, რომელიც გერმანიაში მუსულმანთა აგრესიის გამომწვევი ფილმის
„მუსულმანთა უცოდველობის“ ჩვენებას აპირებდა.
internet.ge