პრეზიდენტმა და განათლების მინისტრმა შიბლიანის სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და განათლების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ სოფელ შიბლიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
საგარეჯოს რაიონის სოფელ შიბლიანში სკოლის შენობა 5 წლის წინ გამოვიდა ექსპლუატაციიდან და წლების განმავლობაში სოფლის 50-მდე მოსწავლე ყოფილი გამგეობის ძველ შენობაში სწავლობდა.
ახალი სკოლა თანამედროვე სტანდარტებითა და აპარატურით არის აღჭურვილი. სკოლას აქვს თანამედროვე გათბობა, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი, სააქტო დარბაზი და 130 მოსწავლეზეა გათვლილი.
internet.ge