საქართველოს პრეზიდენტი დღეს თელავის მე-4 საჯარო სკოლას ესტუმრა,
სადაც წელს „მომავლის კლასი“ გაიხსნა. მიხეილ სააკაშვილმა მოსწავლეებს ახალი
სასწავლო წელი მიულოცა და პედაგოგებს გაესაუბრა.
ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, წლევანდელი წელი კახეთის წლად
გამოცხადდა.
„თელავში მარტო ფასადებს კი არ ვაკეთებთ, ასევე მთავრია განათლება,
ჯანდაცვა და ყველა სკოლა იქნება ასეთი, როგორც დღეს ეს სკოლაა. ჩვენ მომავლის
კლასები გავაკეთეთ, მაგრამ მომავალში დამატებით კიდევ, 700-800 სკოლის გაკეთებას
ვგეგმავთ“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
internet.ge