ამ წუთებში, პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლეობის წევრები, სასჯელაღსრულების,
პრობაციისა
და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, ხათუნა კალმახელიძეს ხვდებიან.
აღნიშნული შეხვედრა
დახურულ ფორმატში მიმდინარეობს, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე
ცისკარიშვილი, მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი, კომიტეტების
თავმჯდომარეები - აკაკი მინაშვილი, ოთარ თოიძე, ნუგზარ წიკლაური და ლაშა თორდია
ესწრებიან.
ასევე, შეხვედრას, მმართველი
გუნდის წევრები - გიორგი გოდაბრელიძე და კობა ხაბაზიც ესწრებიან.
შეხვედრის დაწყების
წინ, მედიის წარმომადგენლებთან, კომენტარის გაკეთება არც მინისტრმა და არც
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა არ მოისურვეს.
მმართველი გუნდის წევრები,
მინისტრთან რა საკითხებზე მსჯელობენ გაურკვეველია, მაგრამ ვინაიდან, ხვალ
პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, 2011 წლის მოხსენებით, გიორგი ტუღუში წარდგება,
სავარაუდოა, რომ მინისტრთან სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში არსებულ ვითარებაზე საუბრობენ.
internet.ge