ევროკავშირის წევრი ქვეყნების ექსპერტთა ჯგუფი შს სამინისტროს სტუმრობდა
20:30 17.09.2012
|
დღის სიახლეები
|
შს სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ექსპერტების შემფასებელი მისიის ექსპერტთა ჯგუფი დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეწვია და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტების დირექტორებთან გამართა შეხვედრა.
შეხვედრაზე საზღვრის დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და ქვეყანაში საზღვრის მართვის სისტემები განიხილეს.
ექსპერტები დღესვე პოლიციის აკადემიაში იმყოფებოდნენ და აკადემიის სასწავლო კურსებს გაეცნენ.
დაგეგმილია მათი ვიზიტები მომსახურების სააგენტოში და „წითელ ხიდზე" - სასაზღვრო გამშვებ პუნქტში.
ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს 21 სექტემბერს დატოვებს.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|