დღეს პარლამენტი, სახალხო დამცველის რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებასთან დაკავშირებით, დადგენილებას მიიღებს.
როგორც ჟურნალიტებს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიამ განუცხადა, საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის ყველა რეკომენდაციას ეთანხმება.
მისი თქმით, ხელისუფლებისთვის სახალხო დამცველის ანგარიში სახელმძღვანელო დოკუმენტია და მისი ყველა რეკომენდაცია მათთვის მისაღებია.
„ხელისუფლების მთავარი მიზანია, ეს რეკომენდაციები უფრო და უფრო კარგად სრულდებოდეს და სწორედ ამასთან დაკავშირებით,
პარლამენტი დადგენილებას მიიღებს“, - დასძინა მან.
internet.ge