“ქართული
ოცნების“ ეკონომიკური პროგრამის ერთ-ერთი
ავტორი თემურ გიორხელიძე ბიძინა
ივანიშვილის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს.
გიორხელიძემ კრიტიკის შემცველი წერილი „ფეისბუქის“ გვერდზე განათავსა,
სადაც აღნიშნა, რომ ივანიშვილმა მისი გვარი სამოქმედო გეგმის
პრეზენტაციაზე არც კი ახსენა.
„ეს
რა წესია?! საკუთარ პროგრამას წარადგენდეს პოლიტიკური ორგანიზაცია და არც ერთ ადამიანს არ იწვევდეს, პატივისცემის ნიშნად, რომლებიც თვეების განმავლობაში, დღედაღამ მუშაობდნენ ენთუზიაზმზე, და თავდადებით, - მეცნიერთა უდიდესი უმრავლესობა თქვენდამი უდიდესი ნდობითა და პატივისცემით?!
"რუხი კარდინალების" ნაკეთები ხეირი ჯერ არც
პოლიტიკაში
უნახავს ვინმეს და არც პოლიტიკურ ორგანიზაციაში,
- მით უფრო, ვერ ნახავს სახელმწიფო მათ ნაკეთებს ხეირიანს!
იმ
პროგრამის
პრეზენტაციაზე
არასამთავრობო
ორგანიზაცია
მპატიჟებდა
გუშინ და არა ის ორგანიზაცია, რომლის წიაღშიაც გაკეთდა ამ პროგრამის დიდ ნაწილი "ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა"! მე , როგორც ამ ჯგუფის ხელმძღვანელს, პირადი პასუხისმგებლობა
მაქვს იმ ორნახევარი ასეული ადამიანის წინაშე, ვინც შრომობდა ჩემთან ერთად. თქვენ საჯაროდ ნახეთ მხოლოდ ნაწილი ამ დიდი ნაშრომისა“,-
აღნიშნულია წერილში.
internet.ge