ავსტრალიელი რეჟისორისა
და მისი კოლეგებისთვის გადაღების დღე ისე დასრულდა, როგორც ეს ფილმებში ხდება
ხოლმე: მათი ადგილსამყოფელიდან 300 მეტრში ცეცხლოვანი ტორნადო წარმოიქმნა.
მფრინავი გამანადგურებლის
მსგავსი ხმის მქონე ცეცხლის სვეტი მოულოდნელნად გაიზარდა და 30 მეტრის სიმაღლეს
მიაღწია. ეს ყოველივე გადასაღებ მოედანთან ძალიან ახლოს მოხდა და შემოქმედებითი
ჯგუფი სანახაობამ ადგილზე გააქვავა.
უცნაური მოვლენა ქალაქ ალის-სპრინგსის
სიახლოვეს მოხდა.
რეჟისორ კრისტი ტენჯის,
როგორც თავად ამბობს, „ყბა ჩამოუვარდა“, როცა ცეცხლოვანი ტორნადო დაინახა: „მე ამ
ადგილებში კინოს 23 წელია ვიღებ და მსგავსი არაფერი მინახავს“ - განაცხადა მან.
რა თქმა უნდა, მისმა
გადამღებმა ჯგუფმა ეს ყველაფერი ფირზე ასახა.
სპეციალისტები ამტკიცვებენ, რომ ეს ძალიან იშვიათი ბუნებრივი მოვლენაა და
იმავდროულად, ძალიან საშიშიც. ის წარმოიქმნება როცა ქარის სვეტი კონტაქტში შედის ცეცხლის კერასთან.
1923 წელს 15-წუთიანი
ცეცხლოვანი ტორნადო იაპონიაში 83 ათასი ადამიანის დაღუპვის მიზეზი გახდა.
Internet.ge