Facebook-ის საინიციატივო ჯგუფმა ჩეხეთის
პრეზიდენტობის კანდიდატად ვლადიმერ ფრანცის კანდიდატურა წამოაყენა, რომელიც სიამოვნებით დათანხმდა შეთავაზებას
და ბრძოლის დაწყებასაც აპირებს.
ეს ადამიანი მარიხუანას ლეგალიზაციის
მომხრეა და სავარაუდოდ, სწორედ ამით მოიპოვა მხარდაჭერა.
ამასთან, ვლადიმერ ფრანცი საკმაოდ განათლებული
და პატივსაცემი პიროვნებაა. ის პრაღის თეატრალურ უნივერსიტეტში ასწავლის და
პოპულარულ თანამედროვე კომპოზიტორადაც ითვლება. მას სახე და სხეულის 90%
ტატუირებული აქვს.
Internet.ge