რუსეთში მკვლევარებმა უდიდესი ბრილიანტის საბადო აღმოაჩინეს, რომელიც მათივე შეფასებით მსოფლიოს 3 ათასი წელი ეყოფა.
მეცნიერების
განცხადებით, ციმბირში აღმოჩენილ საბადოში 1 ტრილიონი კარატი ბრილიანტია.
„აღმოჩენამ, შესაძლოა, საერთაშორისო ბაზარზე გადატრიალება მოახდინოს. რუსეთი, შესაძლოა, ბრილიანტის
მონოპოლისტი გახდეს“, - აცხადებენ ექსპერტები.
როგორც ცნობილია,
აღმოჩენილი ბრილიანტი აქამდე მსოფლიოში არსებულზე ორჯერ მძიმეა.
საინფორმაციო საშუალება
„newser“-ის
ცნობით, აღნიშნული საბადოს შესახებ ცნობილი 1970 წლიდან იყო, თუმცა, გათხრები
მხოლოდ ახლა ჩატარდა.
internet.ge