GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო განცხადება
10:02 19.09.2012
დღის სიახლეები

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო განცხადება გააკეთა. რომელსაც "ინტერნეტ.ჯი" სრულად გთავაზობთ:

მიხეილ სააკაშვილი: "ალბათ, იმ კადრების ხილვის შედეგად, რომელიც ტელევიზიებით ვრცელდება, როგორც ყველა თქვენგანი,  მე ვარ ძალიან გაბრაზებული და მართლაც, სულით ხორცამდე შოკირებული.

ის, რაც მოხდა გლდანის ციხეში, არის შემზარავი აქტი მიმართული ადამიანის უფლებებისა და ადამიანის ღირსების წინააღმდეგ. 

ყველა, ვინც ამის ორგანიზატორია, ყველა, ვინც ამის განმხორციელებელია, ყველა, ვინც ეს ჩაიდინა და ვინც ეს დაუშვა, უმკაცრეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უმკაცრეს სასჯელს იმსახურებს.

პოლიციას უკვე დაკავებული ჰყავს ამ საშინელებების ჩამდენთა უმრავლესობა და დანარჩენებიც აუცილებლად წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადგენდა კავშირებს დამნაშავეებსა და კარგად ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის.  

დღეს მინდა განვუცხადო ამ დანაშაულის ყველა მსხვერპლს, ოჯახის წევრებსა და მთლიანად საზოგადოებას, რომ საქართველო, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, რომელსაც მე ვაშენებ ყველასთან ერთად - ეს საქართველო არ მოითმენს არც მსგავს დანაშაულს და არც რაიმე კლიმატს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს რაიმე ამასთან მიახლოებული მოვლენაც კი. 

არ მოითმენს სისასტიკეს, არ მოითმენს თავგასულობას, არ მოითმენს იმას, რაც, სამწუხაროდ, ჩვენ ყველამ ვიხილეთ. 

მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ დანაშაულის, დამნაშავეთა სამყაროს, ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფების წინააღმდეგ იმისთვის არ გვიბრძოლია, რომ ყოველივე ამის შემდეგ, მას შემდეგ, რაც პოლიციაში ყველგან ამოვძირკვეთ წამება, ახლა უკვე პენიტენციურ სისტემაში ან ვინმე ორგანიზებული დანაშაულიდან აფათურებდეს ხელს. 

ანდა კიდევ უარესი - თვითონ პენიტენციური სისტემის კრიმინალებად ქცეული თანამშრომლები მონაწილეობდნენ ამგვარი აქტის ჩადენაში ყველა იმ ღონისძიების შემდეგ, რომელიც ჩვენ ბოლო წლებში განვახორციელეთ. 

ისინი, ვინც პასუხისმგებლები იყვნენ იმაზე, რომ ეს არ დაეშვათ, გათავისუფლებული იქნებიან სამსახურიდან; ხოლო ისინი, ვინც ყოველივე ეს ჩაიდინა - მე გაძლევთ სიტყვას - მრავალ წელს გაატარებენ ციხეში.

მთელი იდეა ახალი საქართველოსი არის უარყოფა და გამიჯვნა ძალადობისგან, ყოველივე იმისგან, რაც წარსულში ხდებოდა, როგორც ორგანიზებული დანაშაულის, ისე ძალადობის მხრივ, დამნაშავეებისა თუ სახელმწიფოს მხრიდან.

ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ, მთლიანად მოვიტოვეთ ყოველივე ეს უკან და ნამდვილად არ მოვითმენ იმის რეციდივებს, რომ რაიმე ფორმით ეს ხელახლა განმეორდეს ახალ საქართველოში, რომელსაც ჩვენ ყველანი ვაშენებთ.

მე დავავალე შესაბამის უწყებებს, იმოქმედონ სწრაფად, დაადგინონ ყველა დამნაშავე, დააკავონ, დააპატიმრონ და პასუხისგებაში მისცენ, უკლებლივ ყველა გამოიყვანოს სააშკარაოზე და მთელი ინფორმაცია სრული სახით წარუდგინონ ჩვენს საზოგადოებას, რომელიც ყოველივე ამის ნახვის შემდეგ, სამართლიანად ითხოვს სახელმწიფო ორგანოებისგან პასუხს.

და პირადად უზრუნველვყოფ იმას, რომ ამ სისტემაში ადამიანის უფლება იყოს დაცული, როგორც კრიმინალებისგან, ისე სისტემის ისეთი თანამშრომლებისგან, რომლებიც თავად მოქმედებენ ისე, როგორც ნამდვილი მაფიის წევრები.

მე ამას გავაკეთებ იმიტომ, რომ საქართველოში, რომელსაც ყველა ერთად ვაშენებთ, ყველა ადამიანს აქვს სამართლიანი, ღირსეული მოპყრობისა და მისი ადამიანური უფლებების ელემენტარული პატივისცემის უფლება, ასევე სახელმწიფოს მხრიდან მისი ადამიანობის მიმართ ძალიან ფაქიზი დამოკიდებულების უფლება.

ჩვენი სახელმწიფოებრიობა ეფუძნება ადამიანის უფლებების და ღირსების განუხრელ პატივისცემას და ჩვენ ბოლოს მოვუღებთ ამ ძალადობას!"  

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ლევან ბეჟაშვილი თანამდებობიდან გადადგა1
23 წლის ლაშა მაისურაძის მკვლელობა სათვალთვალო კამერის მეშვეობით გაიხსნა2
შს სამინისტროს ინფორმაციით, კახი კალაძე 8 კანონიერ ქურდს შეხვდა (VIDEO)3
გეიდარ ჯემალი: შესაძლოა, რუსულ-ქართული ომის ზღვარზე ვართ4
პოლიციელები ახალგაზრდებს სასტიკად გაუსწორდნენ (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X