GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სახალხო დამცველი პატიმართა წამების ფაქტზე მთავარ პროკურორს მიმართავს
10:20 19.09.2012
დღის სიახლეები

სახალხო დამცველი, ტელეკომპანიებით გავრცელებულ პატიმართა წამების ფაქტებზე, დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყებას ითხოვს. აღნიშნულ საკითხზე დამცველი მთავარ პროკურორს მიმართავს.

სახალხო დამცველის შეფასებით, გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულება ყოველთვის გამოირჩეოდა პატიმართა უფლებების უგულებელყოფისა და დარღვევის სიმრავლით.

„ჩვენ არაერთ ანგარიშში მივუთითებდით ამ დაწესებულებაში პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ღირსების შემლახავი ფაქტების შესახებ, თუმცა, სამწუხაროდ, ყველა ასეთი ფაქტი ძირითადად სათანადო რეაგირების გარეშე რჩებოდა საგამოძიებო ორგანოებისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პასუხისმგებელი პირების მიერ, რაც მსგავსი დანაშაულის წახალისების სტიმულად იქცა. მივიჩნევ, რომ გავრცელებული კადრებში მოცემული ფაქტები დამთრგუნველი და აღმაშფოთებელია და ადასტურებს სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მიერ კონკრეტული დანაშაულთა ჩადენას. აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ დაწესებულების ხელმძღვანელ პირთა თანხმობის (მათ შორის მდუმარე თანხმობის) გარეშე მსგავსი ქმედების ჩადენა შეუძლებელია. შესაბამისად მივიჩნევთ, რომ გამოძიებისას უნდა დადგეს დაწესებულების ხელმძღვანელ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც, მდუმარე თანხმობით ჩადენილ სამართალდარღვევას გამო“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე, გიორგი ტუღუში გამოძიების დასრულებამდე, ყველა იმ მოხელისთვის  სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის  #8 დაწესებულებაში მუშაობდა.

„გამომდინარე ზემოთქმულიდან, მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურორს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე და დროულად გატარდეს ეფექტური ღონისძიებები ბრალდებულთა იდენტიფიცირებისა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით. ამავდროულად მივიჩნევ, რომ აუცილებელია გამოძიების დასრულებამდე სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდეს ყველა იმ მოხელეს, რომელიც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის მუშაობდა #8 დაწესებულებაში და დღესაც აგრძელებს სასჯელაღსრულების სისტემაში საქმიანობას“,- ნათქვამია განცხადებაში.  

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რუხაძე: საინფორმაციოს გაუქმება არ იგეგმება „მაესტროზე“1
სამხედრო მოსამსახურეები საკუთარ არჩევანს დისლოკაციის ადგილზე აკეთებენ2
სახალხო დამცველი პატიმართა წამების ფაქტზე მთავარ პროკურორს მიმართავს3
პუტინი: ბირთვული იარაღი რუსეთის სუვერენიტეტის გარანტია4
რუსი ექსპერტი: კრასნოდარის სტიქიამ შეიძლება პუტინი ჩაძიროს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X