ხანძარმა, რომელიც
ბუნებრივი აირის მილის აფეთქების შედეგად გაჩნდა, ათობით ადამიანის სიცოცხლე
შეიწირა. შემთხვევა ჩრდილოეთ მექსიკაში, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვართან
მოხდა.
ინციდენტის შედეგად
გარდაცვლილია 26 ადამიანი, დაშავებულია 46 მუშა და მიმდებარე სახლებიდან
ევაკუირებულია მოსახლეობა.
ხელისუფლების
წარმომადგენელთა განცხადებით, ხანძარი 90 წუთს გაგრძელდა.
კომპანია „Petroleos
Mexicanos“–ის დირექტორის, ხუან ჯოუს სუარესის განცხადებით, გარდაცვლილებს შორის
არის ოთხი მეწილე. მისივე თქმით, არ არის იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ეს
იყო თავდასხმა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძება.
internet.ge