საპარლამენტო
უმრავლესობის წევრის, დავით დარჩიაშვილის მტკიცებით, პატიმრების წამების ფაქტებთან
დაკავშირებით, გამოძიება გაგრძელდება და ყველას ბრალეულობა სათანადოდ იქნება
დასურათებული.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს
დარჩიაშვილმა განუცხადა, სისტემის ხელმძღვანელის მხრიდან, პოლიტიკური
პასუხისმგებლობა ასეღები იყო და ეს პასუხისმგებლობა მინისტრმა კალმახელიძემ აიღო
კიდეც.
„როდესაც, ცალსახაა
დანაშაულის ნიშნები, ბუნებრივია, დამნაშავე პირებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა
დაეკისრებათ. თქვენ რას გულისხმობთ, რომ კალმახელიძე არის ასეთი დამნაშავე? ამაში,
ვერ დაგეთანხმებით. შინაგანი რწმენა მაქვს, რომ ეს კალმახელიძის შეკვეთით არ
ხდებოდა. არ მგონია, რომ კალმახელიძე აქცენტებს არ აკეთებდა, თუმცა, ფაქტია, რომ
მან ასეთი ფაქტების პრევენცია თუ აღკვეთა ვერ შეძლო, რის გამოც, პოლიტიკურ
პასუხიმგებლობას იღებს. თუ ანალოგები გინდათ, როდესაც, აშშ-ში ასეთი ფაქტები
აღმოჩნდა, იქ მინისტრი გადადგა. მექანიზმი ეს არის. როდესაც, შენს სისტემაში ასეთი
რამ ხდება პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღო“, - აცხადებს დარჩიაშვილი.
internet.ge