GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
‘’მემარჯვენეები" პატიმართა ღირსების შემლახველ ფაქტებზე უმკაცრეს რეაგირებას ითხოვენ
12:00 19.09.2012
დღის სიახლეები

“რამდენიმე სატელევიზიო არხით  გუშინ  გავრცელებული  პატიმართა წამების ამსახველი   შემზარავი კადრები არის ლოგიკური შედეგი  იმ  უმძიმესი  ვითარებისა, რომელიც  ბოლო წლების განმავლობაში შეიქმნა  საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში”,- ასე გამოეხმაურნენ „ახალი მემარჯვენეები“ პატიმართა წამების ფაქტს.

მათი თქმით, ხელისუფლების განცხადებები, რომ  მომხდარი  არის  გარედან   ჩარევის და დანაშაულის ინსპირირების  შედეგი, ვერანაირად გაამართლებს  იმას, რაც მთელმა საქართველომ ამ საშინელ კადრებში იხილა. მიუხედავად იმისა,  რეალურია თუ არა  ის რასაც შსს აცხადებს, ნათელია, რომ  ამ სისტემაში  დასაქმებული ადამიანებისთვის  პატიმართა ღირსების შელახვა და წამება  ჩვეულებრივი  ქმედებაა.

„ზემოთქმულიდან გამომდინარე პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეები"  კატეგორიულად მოვითხოვთ:

დაკმაყოფილდეს  სასჯელაღსრულების,  პრობაციისა და იურიდიული დახმარების  მინისტრის ხათუნა კალმახელიძის განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ და დადგეს მისი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი;

დაიწყოს  ყველა იმ თანამდებობის პირის თუ რიგითი თანამშრომლის სისხლის - სამართლებრივი  დევნა, რომლებიც მონაწილეობდნენ  პატიმრების მიმართ  იმ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობაში.  ისინი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ;

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ეგიდით  დაიწყოს ამ  და ზოგადად საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა წამების ფაქტების საერთაშორისო გამოძიება;

და ბოლოს, სასწრაფოდ მოხდეს მთლიანად პენიტენციალური სისტემის სრული საკადრო და სტრუქტურული რეორგანიზაცია. ეს სისტემა დასაშლელია და შესაქმნელია ახალი სისტემა კონტროლის ქმედითი მექანიზმებით,  რომელიც მსგავს ფაქტებს გამორიცხავს და უზრუნველყოფს პატიმართა უფლებების დაცვას საქართველოს ციხეებში.

იმედია, საზოგადოების ეს  ბუნებრივი აღშფოთება და პროტესტი მივა  ლოგიკურ დასასრულამდე და დადგება ყველა იმ  თანამდებობის პირის პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის  საკითხი,  ვინც  პენიტენციალურ   სისტემაში  პატიმართა  წამებისა და  დამცირების ასეთი გარემო შექმნა, ვინც იძლეოდა დავალებებს ან უშუალოდ მინაწილეობდა დანაშაულში“,- ნათქვამია განცხადებაში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ხათუნა კალმახელიძეს გიორგი ტუღუში შეცვლის1
კალმახელიძე: ჩვენი მიზანი იყო გამოგვევლინა დამნაშავეების ის ჯგუფი, რომელიც სისიტემის დისკრეტიდაციას ახდენდა2
რუსეთის საგარეო უწყება მსოფლიოში ადამიანის უფლებებზე მეორე მოხსენებას გამოაქვეყნებს3
ჭიაბერაშვილმა ბათუმში რეფერალური დახმარების ცენტრის ქვესადგური გახსნა4
პრემიერის აზრით, ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X