GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
არასამთავრობო ორგანიზაციები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ
13:15 19.09.2012
დღის სიახლეები

არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრების წამების ფაქტებთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციები გმობენ სასჯელაღსრულების სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკას, მოითხოვენ დაუყოვნებლივ გამოძიებას და შესაბამისი პირების სისხლის სამართლებრივ და პოლიტიკური პასუხისმგებლობას.

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ არასათანადო მოპყრობა და მისი გამოძიება სისტემური ხასიათის  პრობლემაა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში, რომელზეც წლების განმავლობაში საუბრობს, როგორც სახალხო დამცველი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. გავრცელებული ვიდეო მასალა მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმ სისტემური პრობლემისა, რომელიც არსებობს სასჯელაღსრულების სისტემაში. შესაბამისად, დაუშვებელია აღნიშნული ფაქტები განხილულ იქნას, როგორც წამების ცალკეული შემთხვევა, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ინდივიდების ორგანიზებით შეიძლებოდა განხორციელებულიყო.

არაადამიანური მოპყრობის პრობლემა არსებობს არა მხოლოდ პენიტენციალურ, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაშიც, რაზეც მეტყველებს პოლიციელთა მიერ განხორციელებული მასობრივი ძალადობის ფაქტები ისეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, როგორიცაა 2011 წლის 26 მაისის, 2009 წლის 15 ივნისს, 2007 წლის 7 ნოემბერს დაკავებულ პირებზე“,- ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობოების განცხადებით,  მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არასათანადო მოპყრობის არაერთი ფაქტი იქნა გამოვლენილი, არცერთ მათგანზე არ მომხდარა დამნაშავე პირთა გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება.

„საგამოძიებო ორგანოები ავლენენ რა ლოიალურ დამოკიდებულებას, განამტკიცებენ დაუსჯელობის სინდრომსა და მსგავსი ფაქტების წახალისებას. დღემდე გამოუძიებელია ქსნის #15 დაწესებულებაში მომხდარი არასათანადო მოპყრობის ფაქტები, რომლებიც გარკვეული პერიოდის მანძილზე ხდებოდა და რომელზეც ქსნის 700 პატიმარი კოლექტიურ განცხადებაში საუბრობდა. არ არის ასევე გამოძიებული საიას და სხვა ორგანიზაციების დაცვის ქვეშ მყოფი პირების, ასევე სახალხო დამცველის ანგარიშებში მოხსენიებული  საქმეები, რომლებიც წამებას სხვადასხვა დაწესებულებაში დაექვემდებარნენ. აღნიშნული მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია და მიუთითებს არასათანადო მოპყრობის ფაქტების არაეფექტურ  გამოძიებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სისტემური პრობლემის აღმოსაფხვრელად სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს კონკრეტული ზომები. საგამოძიებო ორგანოების მიერ მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოს და მთავარი პროკურატურის, გამოვლენილი უკიდურესი უმოქმედობისა და მათდამი არსებული უნდობლობის ფონზე, აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნას მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება. ამისათვის აუცილებელია შეიქმნას კონკრეტული მექანიზმი.  გამოძიება უნდა წარიმართოს მაღალი ანგარიშვალდებულებისა და საჯაროობის პირობებში“,- ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობოები ითხოვენ ასევე, უზრუნველყოფილ იქნეს იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოება და დაცვა, რომლებმაც გამოააშკარავეს  წამების ფაქტები  და მისი ამსახველი ვიდეო მასალა გახადეს საჯარო.

„გარდა ვიდეო ფირებზე ასახულ პირთა  სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა,  აუცილებელია დადგეს მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენეტის თავმჯდომარის, მინისტრის, მთავარი პროკურორისა  და სხვა პირთა ბრალეულობის საკითხი, რადგან შეუძლებელია მათი ჩართულობის გარეშე ადგილი ჰქონოდა მსგავს სისტემურ და  ადამიანის უფლებათა მასიურ დარღვევას; დადგეს  იუსტიციის მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის, მთავარი პროკურორის და პროკურატურისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელი პირთა პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი; ჩატარდეს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება არასათანადო მოპყრობის ყველა სხვა ფაქტზე; მოვუწოდებთ  ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ასევე  საქართველოს სახალხო დამცველს მუდმივი მონიტორინგი განახორციელონ აღნიშნული საქმეების გამოძიების მიმდინარეობაზე“,- ნათქვამია განცხადებაში.

 internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
აფთიაქის დაცვის თანამშრომელი ყელის არეში დაჭრეს1
გია ქავთარაძემ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა2
ივანიშვილის პრესსამდივნო შსს-ს მიერ გავრცელებულ კადრებს გამოეხმაურა3
არასამთავრობო ორგანიზაციები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ4
54 წლის მამაკაცი მეცხრე სართულიდან გადმოხტა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X