„გუშინ გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები პატიმრების უმრავლესობა
უდანაშაულოა“,- აღნიშნული განცხადება კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა
ივანიშვილმა დუშეთის მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა.
როგორც ივანიშვილმა # 8 საპყრობილეში პატიმართა წამებისა და
არაადამიანური მოპყრობის ფაქტების კომენტირებისას აღნიშნა, მოძალადეები „მშიშარა
კაცის" ბრძანებებს ასრულებენ.
„მას მოწონს ლაჩარი და
ლოიალური ხალხი, ეს ადამიანები ასრულებენ
მშიშარა კაცის ბრძანებებს, პატიმრები, რომლებიც გუშინ კადრებში ვნახეთ უდანაშაულოები არიან“,- აღნიშნა
ივანიშვილმა.
კოალიციის ლიდერმა სახელმწიფო მოხელეებს მოუწოდა სააკაშვილის დავალებები
არ შეასრულონ და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები არ
ჩაიდინონ.
internet.ge