ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ფილარმონიასთან
შეკრებილებს იმ მოთხვნებს აცნობენ, რომელიც მათ გაავრცელეს.
„გარდა ვიდეო ფირებზე ასახულ პირთა
სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა,
აუცილებელია დადგეს მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის
სასჯელაღსრულების დეპარტამენეტის თავმჯდომარის, მინისტრის, მთავარი
პროკურორისა და სხვა პირთა ბრალეულობის
საკითხი, რადგან შეუძლებელია მათი ჩართულობის გარეშე ადგილი ჰქონოდა მსგავს სისტემურ
და ადამიანის უფლებათა მასიურ დარღვევას;
დადგეს იუსტიციის მინისტრის, შინაგან
საქმეთა მინისტრის, მთავარი პროკურორის და პროკურატურისა და სასჯელაღსრულების
სამინისტროს ხელმძღვანელი პირთა პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი; ჩატარდეს
დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება არასათანადო მოპყრობის ყველა
სხვა ფაქტზე; მოვუწოდებთ ადამიანის
უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ წარმომადგენლობებს,
ასევე საქართველოს სახალხო დამცველს
მუდმივი მონიტორინგი განახორციელონ აღნიშნული საქმეების გამოძიების
მიმდინარეობაზე“,- ნათქვამია განცხადებაში.
როგორც აქციაზე მოთხოვნების წარდგენისას შორენა შავერდაშვილმა
განაცხადა, ამ მოთხოვნას ულტილამატუმის ფორმა ექნება.
internet.ge