სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პოლიციის დამატებითი ძალების გაგზავნა არ დასტურდება
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების საკითხთა სამინისტროს პრესსამსახურის თქმით, სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში პატიმრების სოლიდარობის ნიშნად მიმდინარე პროტესტის შესახებ
მისთვის ცნობილი არაფერია.
„ჩემთვის ცნობილი არაფერია, სხვას ვერაფერს
გეტყვით“,- აცხადებს „ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბრისას პრესსამსახურის წარმომადგენელი.
რუსული ტაბლოიდის
„ლაიფ-ნიუსი“-ს
ცნობით, პატიმართა მიმართ განხორციელებულ
ძალადობაზე პროტესტს უკვე ციხეებში მყოფი პატიმრებიც გამოხატავენ.
ამასთან ტაბლოიდი, „სარწმუნო წყაროზე“
დაყრდნობით ირწმუნება, რომ პროტესტის აღმოსაფხვრელად ათასი პოლიციელი უკვე დამატებით გაიგზავნა სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში.
გლდანის
საპყრობილე
და საქართველოში გამართული აქციები დღეს რუსული მედიის ერთ-ერთი მთავარ თემად იქცა.
internet.ge