GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ვანო მერაბიშვილი: მე ვიღებ პასუხისმგებლობას თითოეულ პატიმარზე
15:27 19.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდული დახმარების სამინისტროს რესტრუქტურიზაციის დავალება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ივანე მერაბიშვილს მისცა.

სააკაშვილის განცხადებით უწყების რეფორმირება რაც  შეიძლება მოკლე დროში უნდა მოხდეს.  

როგორც პრეზიდენტმა საგანგებო სხდომაზე აღნიშნა, სასჯელასრულების სამინისტრო ისეთივე წარმატებული უნდა იყოს, როგორც პოლიციის რეფორმა.

„ვანო ყველა საქმე დროებით გვერდზე გადადე და იმოქმედე, მიხედე სასჯელაღსრულებას, რადგან რაც ვნახეთ ეს იყო საზიზღრობა, ჩვენ ნულოვანი ტოლერანტობა გამოვაცხადეთ დამნაშავეთა მიმართ, ახლა კი ნულოვან ტოლერანტობას ადამიანის უფლების შემლახველთა წინააღმდეგ ვაცხადებთ“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის ბრძანებით, # 8 საპყრობილეში დღის ბოლომდე პოლიციის ქვედანაყოფები უნდა შევიდნენ.

„ეს ადამიანები იქ დროებით შევლენ, სანამ ფუნდამენტალურად არ გარდავქმნით ამ უწყებას“,- განაცხადა სააკაშვილმა და აქვე დასძინა, რომ მინისტრმა კალმახელიძემ პრობაციონერთა სასრგებლოდ ბევრი რამ გააკეთა, თუმცა პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის მთავარ ციხეში თურმე სადისტები მუშაობდნენ.

„ეს სამინისტრო იყო ერთადერთი სადაც ძირეული რეფორმები არ განგვიხორციელებია, გარედან ყველაფერი მოვლილი ჩანდა, ბოლო დღეებში კი ჩვენ საშინელება ვიხილეთ. ჩვენ არ დაუშვებთ არცერთი პატიმრის უფლებების შელახვას“,- განმარტა მიხეილ სააკაშვილმა.

თავის მხრივ ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ დღეიდან თითოეული პატიმრის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას პირადად იღებს.

„მინდა მივმართო პატიმრების მშობლებს, რომ ამ ადამიანებზე პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას. დაცული უნდა იყოს მათი სამოქალაქო უფლებები.

საზოგადოებას უნდა ჰქონდეს იმის გარანტია, რომ მისი ოჯახის წევრი დაცული იქნება“,- განაცხადა მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ როგორც პოლიციაში აღკვეთა წამებისა და ჩვენების გამოძალვის ფაქტები, იგივეს გააკეთებს პენიტენციალურ სისტემაში.

„პირადად ვიზრუნებ, რომ უახლოეს თვეებში სასჯელაღსრულების სამინისტროს მაღალი ნდობის მაჩვენებელი ჰქონდეს",- დასძინა პრემიერ-მინისტრმა. 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პოლიციის შენობები, რომელმაც ეგვიპტელი ჟურნალისტი აღაფრთოვანა1
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“2
საქართველოსა და პოლონეთს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა3
პრეზიდენტმა დედოფლისწყაროში წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილეობა მიიღო4
პირობით ვადამდე 75 მსჯავრდებული გათავისუფლდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X