საქართველოში
ოფიციალური
ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის უფროსი გენერალ-ლეიტენანტი არვიდას პოციუსი იმყოფება.
ლიტვის
უმაღლესი სამხედრო პირი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა დევი ჭანკოტაძემ მიიღო. მან ლიტველ კოლეგას რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის საკითხი და ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არვიდას პოციუსი
საქართველოს დღეს დატოვებს.
ლიტვის
თავდაცვის
უფროსი ეროვნულ სასწავლო ცენტრ ”კრწანისსაც” ესტუმრა,
გმირთა
მოედანზე გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.
ასევე, ვიზიტის ფარგლებში ლიტვის თავდაცვის უფროსი გორში ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა. კომპლექსის დათვალიერების შემდეგ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანდრო ბარნოვმა ლიტველ სტუმარს საქართველოს სამხედრო განათლების სისტემა გააცნო.
შეხვედრის
შემდეგ გენერალ-ლეიტენანტი არვიდას პოციუსი აკადემიის მსმენელებს შეხვდა და ლიტვის შეიარაღებული ძალების, მისი განვითარების ეტაპების და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის შესახებ პრეზენტაცია გამართა.
Internet.ge