ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის წინ შეკრებილი სტუდენტების
აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. როგორც ‘’ინტერნეტ.ჯი"-ს
ერთ-ერთმა სტუდენტმა განუცხადა, აქციაში თითქმის ყველა უნივერსიტეტის სტუდენტი
მონაწილეობს.
სტუდენტები გმობენ მომხდარ ფაქტს და აღშფოთებას გამოთქვამენ
მომხდართან დაკავშირებით.
როგორც ცნობილია, სტუდენტები რამდენიმე წუთში საზოგადოებრივ
მაუწყებელთან გადაინაცვლებენ და აქცია იქ გაგრძელდება. მათი მთავარი მოთხოვნაა, მიმდინარე
მოვლენები ნაციონალურმა არხებმა ობიქტურად გააშუქონ.
Internet.ge