გლდანის # 8 საპყრობილესთან შეკრებილმა პატიმრების ახლობლებმა ციხის
კარების თვითნებურად გახსნა სცადეს. რაცას დაცვის პოლიციის მობილიზება მოჰყვა.
აქციაზე მყოფმა ერთ-ერთი პატიმრის დამ აღნიშნა, რომ მან ტელევიზიებით
გასულ ვიდეოჩანაწერში საკუთარი ძმა ამოიცნო.
„კადრებში, სადაც თეთრ მაისურიან პატიმარს რამდენიმე ადამიანი ურტყამს,
ჩემი ძმაა ამოვიცანი, ამაში 100% -ით ვარ დარწმუნებული“,- აცხადებს პატიმრის და.
აქციაზე ჟურნალისტი ლალი მოროშკინა პროტესტის ნიშნად საკუთარი კარავით
იმყოფება.
მისი თქმით, 5 კაციანი ჯგუფი
უნდა შეიქმნას, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს შეხვდება.
internet.ge