დაჩი ცაგურიას განცხადებით, ჯონდი ბაღათურია თავხედურად მოიქცა. თუმცა
ჟურნალისტებთან საუბრისას ცაგურიამ მასსა და ბაღათურიას შორის დაპირისპირების
ფაქტი უარყო და განმარტა, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა.
„ხელისუფლების მიერ მოგზავნილი პროვოკატორების ქმედებები არ
მაინტერესებს, მათ რაღაც ინტერესები აქვთ, რაც საკუთარ ოფისებში დაიკამყოფილონ“
-განაცხადა ცაგურიამ.
ჟურანლისტებმა სცადეს დაზუსტება თუ ვის გულისხმობდა ცაგურია სიტყვა
პროვოკატორში, თუმცა მან სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი.
internet.ge