გიორგი ტუღუშს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს
19:12 19.09.2012
|
დღის სიახლეები
|
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატი მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. სახალხო დამცველის წარმომადგენლები ახორციელებენ ვიზიტებს ერთდროულად სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებაში, ამავდროულად რეაგირება ხორციელდება თითოეულ იმ უფლებადარღვევის ფაქტზე, რომელიც საჯარო გახდა ბოლო ორი დღის განმავლობაში.
სახალხო დამცველი საზოგადოებას პერმანენტულად მიაწვდის ინფორმაციას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ ვითარებაზე. ამ დროისათვის ყველა მონახულებულ დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა.
რაც შეეხება თავად ტუღუშს, სახალხო დამცელის აპარატის ინფორმაციით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო მედიისა და სხვადასხვა პირების მიერ არაერთხელ დაისვა შეკითხვა თუ რატომ არ გამოჩნდა პირადად სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და სხვადასხვა საინფორმაციო გამოშვებებში, სახალხო დამცველი ჯერ კიდევ 18 სექტემბერს უნდა დაბრუნებულიყო თბილისში, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. სახალხო დამცველი უახლოეს მომავალში პირადად გამართავს ბრიფინგს განვითარებულ მოვლენებზე, როგორც კი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას ამის საშუალებას მისცემს. სახალხო დამცველი 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს აპარატის მუშაობის კოორდინაციას და მუდმივ კონტაქტში იმყოფება მედია საშუალებებთან.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|