გლდანის მე-8 საპყრობილებაში მყოფი პატიმრების ოჯახის წევრები, რომლებმაც რიგგარეშე პაემანზე რეგისტრაცია გაიარეს ამ დრომდე დაწესებულებასთან რჩებიან.
ასევე ადგილზე იმყოფებიან აქციის მონაწილეები და "ქართული ოცნების" წევრები, გვიან ღამემდე აღნიშნული პარტიის ოფისებთან მხარდამჭერების მობილიზება შეინიშნებოდა.
საგანგებო თათბირზე პრეზიდენტმა მთავრობის ხელმძღვანელს დაავალა ყველა პატიმრის ოჯახის წევრს მისცემოდა რიგგარეშე პაემნის საშუალება, ასევე დაწესებულებები დაეტოვებინა ბადრაგს და იგი საპარტულო პოლიციის თანამშრომლებს ჩაენაცვლებინათ.
დღის ბოლოსთვის სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში საპატრულო პოლიცია შევიდა. სიტუაცია ამ დროისთვის სტაბილურია, სახალხო დამცველის წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას და დაწესებულებებს ამოწმებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პირადად აიღო პასუხისმგებლობა თითოეული პატიმრის უსაფრთხოებასა და სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ისეთივე რეფორმების გატარებაში, როგორც ეს პოლიციაში განხორციელდა.
internet.ge