რუსეთის პატრიარქმა კირილმა, დღეს პირველად დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება, ქალთა პანკ-კლუბის "Pussy Riot"-ის მიერ, მაცხოვრის სახელობის ტაძარში მოწყობილი აქციის შესახებ.
„ინტერფაქს"-ის ცნობით, გოგონების ქცევას პატრიარქმა „სიწმინდეების დაცინვა" უწოდა. მან გამოთქვა სინანული იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთი ადამიანი, მათ შორის ისინიც, ვინც საკუთარ თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს, „Pussy Riot"-ის ქმედების გამართლებას ცდილობს.
შეგახსენებთ, თებერვლის თვეში, „Pussy Riot"-მა მაცხოვრის სახელობის ტაძარში ე.წ „პანკ-ლოცვა" მოაწყო, რომელიც მონაწილეებმა ვიდეოკამერით გადაიღეს და ინტერნეტში განათავსეს. აქციის სამი მონაწილე, ხულიგნობის ბრალდებით, უკვე დაკავებულია. უმაღლესი სასჯელი, რომელიც მათ ემუქრებათ - 7 წლით თავისუფლების აღკვეთაა.
Internet.ge