გლდანის # 8 საპყრობილესთან ინცინდენტი მოხდა. როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს
კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, რამდენიმე წუთის წინ ციხის ეზოდან ორი მანქანა
გამოვიდა, რასაც პატიმართა ახლობლების
მხრიდან აგრესია მოჰყვა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, მანქანებით კვლევით ცენტრში
მოთავსებული პატიმრები უკან, რუსთავში გადაჰყავდათ.
„ამ მანქანებით, რუსთავიდან ცენტრში მოთასებული პაციენტები ისევ
რუსთავში მიგვყავს. მათ გადაადგილებას კავშირი არ აქვს მერვე
საპყრობილეში მიმდინარე პროცესებთან“,- განუცხადა ციხესთან შეკრებილებს ბადრაგის
უფროსმა თემურ ქერდუყაშვილმა.
internet.ge