„დაიცავი საქართველოს“
სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, კახა მიქაიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდადტ როლანდ ახალაიას კანდიდატურის მოხსნა მოსთხოვა.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“–ს
ზუგდიდიდან აცნობეს, მიქაია მხარდამჭერებთან ერთად ყოფილი პროკურორის სახლთან მივიდა
და განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაის გადადგომა საკმარისი არ
არის.
მიქაიამ ახალაის
პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა და აღნიშნა, რომ ყოფილი მინისტრის მამას, როლანდ
ახალაიას არ აქვს მორალური უფლება, ზუგდიდის
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭი იყაროს.
აქციის მონაწილეთა
შეძახილებსა და სკანდირებას როლანდ ახალაიაც გამოეხმაურა, რაცას ახალაიას მხარდამჭერებსა
და “დაიცავი
საქართველოს“ აქტივისტებს შორის ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა.
ინცინდენტს „მაესტროს“
ჟურნალისტი, ნანა ფაჟავა აშუქებდა, რომლის წინააღმდეგ სასამართლოში საქმეა აღძრული.
საქმე ეხება ფაჟავას
მიერ „თავისუფალი მედიის“ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს.
ადგილზე სამართალდამცავთა
მობილიზება საჭიროო არ გამხდარა. ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია.
Internet.ge