საქართველოს საპატრიარქოს განცხადება
00:11 21.09.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერნეტ.ჯი" უცვლელად გთავაზობთ:
"დღეს, 20 სექტემბერს, სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II პარაკლისი გადაიხადა ხელოვნების მუზეუმში
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხახულის ხატთან, შესწირა ძღვენი და შესთხოვა
ქვეყნის მშვიდობა და კეთილდღეობა.
შეგახსენებთ, რომ ღვთისმშობლის შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან
დაკავშირებით, რომელიც 21 სექტემბერს იზეიმება, სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ლოცვას აღავლენს სამების საკათედრო ტაძარში.
ტრადიციისამებრ ლოცვა დაიწყება 18.00 საათზე, ხოლო წირვა 21 სექტემბერს
9.00 საათზე. ყველას გვმართებს ლოცვის გაძლიერება. ღმერთმა დალოცოს სრულიად
საქართველო," - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს
მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 21 სექტემბერს ყოვლადწმიდა
ღვთისმშობლის შობას დღესასწაულობს. საზეიმო წირვა ხვალ დილიდანვე
საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში აღევლინება.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|