სახალხო დამცველი: მსჯავრდებული გოდერძი კიკნაძე ძალიან აგრესიული იყო
00:16 21.09.2012
|
დღის სიახლეები
|
სახალხო დამცველის აპარატი პატიმარ გოდერძი კიკნაძესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
"სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფებოდა რუსთავის #6 სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში, სადაც შეხვდნენ მსჯავრდებულ გოდერძი კიკნაძეს.
მსჯავრდებული გ.კიკნაძე იყო ძალიან აგრესიული, არ ისურვა საუბარი არც
სახალხო დამცველის წარმომადგენელთან და არც საკუთარ ადვოკატთან, რომელიც
სახალხო დამცველის წარმომადგენლის დაწესებულებაში ვიზიტის დროს დაუშვეს
საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მოსანახულებლად.
შესაბამისად, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, მსჯავრდებულ გ.კიკნაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სინამდვილეს.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|