შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საცხოვრებელ
სახლთან ამ წუთებში სიმშვიდეა. ახალაიას სახლთან არც საპატრულო პოლიციის მანქანები
და არც ჟურნალისტები იმყოფებიან.
ზოგიერთი მედია საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბაჩო
ახალაიას აყვანის ოპერაცია იგეგმება, არ დასტურდება.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის საცხოვრებელი სახლი, რომელიც
იოსელიანის ქუჩის #37-ში მდებარეობს, სავარაუდოდ დაკეტილია და იქ არავინ იმყოფება.
იოსელიანის ქუჩის მაცხოვრებლებს არ აქვთ ინფორმაცია არის თუ არა ვინმე
ბაჩო ახალაიას ბინაში.
ადგილზე კი, არცერთი პოლიციის თანამშრომელი არ იმყოფება და არც საეჭვო
გადაადგილებები შეინიშნება.
Internet.ge