მმართველი
გუნდის წევრი ხათუნა ოჩიაური ბაჩო ახალაიას შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებულ
ინფორმაციას არ ადასტურებს.
როგორც
„ინტერნეტ.ჯი“–ს ოჩიაურმა განუცხადა, უმრავლესობა ამ ინფორმაციას კატეგორიულად
უარყოფს.
მისი
თქმით, გარდა იმისა რომ სისხლის სამართლებლივი პასუხისმგებლობა დადგა
დამნაშავე პირების, ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ორმა მინისტრმა გაიზიარა და
ძველი დროიდან დარჩენილი სიმახინჯე შეიცვლება, რომელიც ლოკალურად გლდანის ციხეში იყო.
„პატიმრების წამების შემზარავი
ფაქტები ყველამ ვნახეთ, რაზეც სახელმწიფო ვალდებული იყო ადეკვატური რეაგირება
მოეხდინა, რაც განახორციელა კიდეც. ამასთან,
ხელისუფლებამ მსგავსი სიმახინჯეების აღმოფხვრა ქუჩიდან და სხვა მრავალი სისტემიდან შეძლო,
შესაბამისად, ამ სისტემაშიც ცვლილებები განხორციელდება. ეფექტური საკადრო
ცვლილებები განხორციელდა და გიორგი ტუღუშმა, რომელმაც უკეთ იცის არსებული
მდგომარეობა და რომელიც, საზოგადოებაში სერიოზული ნდობით სარგებლობს, ქვეყანას
პირობა მისცა, რომ ძალადობას აღმოფხვრის და სისტემას ძირეულად შეცვლის“, – განაცხადა ოჩიაურმა.
internet.ge