შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელმა ეკა ზღულაძემ
ბაჩო ახალაიასაგან მოვალეობები გადაიბარა.
აღნიშნული ინფორმაცია „ინტერნეტ.ჯი“-ს შს სამინისტროს პრესსამსახურის
ხელმძღვვანელმა სალომე მახარაძემ დაუდასტურა.
მისი თქმით, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაჩო ახალაიას შეხვდა
და მოვალეობები ჩაიბარა.
ცნობისთვის, დღეს მთელი დღის განმავლობაში რიგი მედიასაშუალებები აცხადებდნენ, რომ შინაგან
საქმეთა ყოფილმა მინისტრმა საქართველოს ტერიტორია დატოვა.
ამის პარალელურად
ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ახალაიას დაპატიმრებაც იგეგმებოდა, რაც საბოლოო
ჯამში არ დადასტურდა.
internet.ge