კოსტავას გამზირი გადაკეტილია
20:03 21.09.2012
|
დღის სიახლეები
|
აქციის მონაწილეები, რომლებიც იუსტიციის სახლის მიმართულებით მიდიოდნენ კვლავ ფილარმონიის ტერიტორიას დაუბრუნდნენ.
ამ წუთებში მათ კოსტავას გამზირი გადაკეტეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დაჩი ცაგურია აცხადებს, რომ დაშლას თავიანთი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.
ჟურნალისტის კითხვაზე, არიან თუ არა სტუდენტები აქციაზე, ცაგურია პასუხობს, რომ თავად სტუდენტი არ არის და შესაბამისად არ აქვს ინფორმაცია არიან თუ არა სტუდენტები ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ვრცელდებოდა ინფორმაცია აქციის მონაწილეების დაკავების შესახებ, რომელიც თავად ცაგურიამ უარყო.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|