გლდანის მერვე საპყრობილესთან ნასვამი ახალგაზრდები იმყოფებიან
20:12 21.09.2012
|
დღის სიახლეები
|
გლდანის მე-8 საპყრობილეთან ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ადამიანები იმყოფებიან, ამის შესახებ გიორგი ტუღუშმა, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
ტუღუშმა კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამ დროისთვის სიმშვიდეა და არ ფიქსირდება არცერთი პატიმრის უფლების შელახვა.
"მე გპირდებით, რომ ბევრს მოვუსმენ მომავალ სახალხო დამცველსაც და ამჟამად სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელსაც და აღმოვფხვრით ყველა იმ პრობლემას, რომელიც ამ სისტემაში არსებობს," - განაცხადა გიორგი ტუღუშმა "ქრონიკაში" პირდაპირი ჩართვისას.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|