პროტესტის ნიშნად ზუგდიდელთა უმრავლესობა „ქართული ოცნების“ აქციაზე დასწრებას არ აპირებს
ზუგდიდში „ქართული ოცნების“ აქციისათვის, რომელიც 16:00 საათზეა
დაანონსებული, სამზადისი მიმდინარეობს.
როგორც ზუგდიდში მცხოვრები ადამიანები „ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბრისას
აცხადებენ, დღის მანძილზე ქალაქში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კოლონების
შესვლა შეინიშნებოდა. აქციიდან რამდენიმე დღით ადრე კი, ზუგდიდის გარეუბნებში კოალიციის
აქტივისტებმა სახლები იქირავეს. ამიტომ ადგილობრივთა უმეტესობა პროტესტის ნიშნად „ქართული
ოცნების“ აქციაზე გასვლას არ აპირებს, ისინი ქალაქის ცენტრში გადაადგილებაზეც უარს
ამბობენ.
ამ დროისთის სამტრედიიდან ზუგდიდის შესასვლელამდე მთლიან საავტომობილო
გზაზე საწინააღმდეგო მოძრაობა გადაკეტილია, ხოლო „ქართული ოცნების“ აქტივისტები
ზუგდიდისკენ მიემართებიან.
Internet.ge