საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდნენ, სადაც ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებული დაჩი ცაგურია და ბექა ალადოშვილი
მოინახულეს.
სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა საქმის შესწავლისთვის საჭირო დოკუმენტაცია, რომლის მიღების შემდგომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
“დაპატიმრებულების განმარტებით, დაკავებისას და დაკავების შემდეგ მათ მიმართ პოლიციის მიერ განხორციელდა სიტყვიერი და ფიზიკური ზეწოლა, რის შედეგადაც მიყენებული აქვთ სხეულის სხვადასხვა დაზიანებები, თუმცა, მათ ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ ემუქრება. დაპატიმრებულების გადმოცემით, ისინი თავს ამჟამად ნორმალურად გრძნობენ”,-
ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
internet.ge