თბილისის იუსტიციის სახლთან, ხუთი ახალგაზრდა შიმშილობას განაგრძობს.
მოშიმშილეები სტუდენტური გაერთიანებების "ივერიელების", "სტუდენტური ხმისა" და "ქართველის" წარმომადგენლები არიან.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა, დაკავებული დათო ფაცაციას, ლაშა მესხიას, დაჩი ცაგურიას და ბექა ალადაშვილის გათავისუფლებაა. მათი განცხადებით, ისინი პროტესტს მათი მოთხოვნების შესრულებამდე არ შეწყვეტენ.
მოშიმშილეები მიიჩნევენ, რომ აქციის მონაწილეები უკანონოდ დააკავეს.
internet.ge