სახალხო დამცველი დაჩი ცაგურიას სხეულზე არსებულ დაზიანებებზე ინფორმაციას ავრცელებს
სახალხო დამცველის აპარატი, დაკავებული
დაჩი ცაგურიას სხეულის დაზიანებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ცაგურიას იზოლატორში განთავსების დროს აღენიშნებოდა „მარჯვენა იღლიის მიდამოებში
სიწითლეები. მაჯებზე სიწითლეები- ხელბორკილების კვალი. მარცხენა მუხლზე წითელი ფერის ფუფხები
“საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდნენ. ისინი შეხვდნენ და გაესაუბრნენ ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებულ დაჩი ცაგურიასა და ბექა ალადოშვილს.
სახალხო დამცველის რწმუნებულები გაეცნენ დროებითი მოთავსების იზოლატორის
გარეგნული დათვალიერების ოქმს, რომლის თანახმად დაჩი ცაგურიას იზოლატორში განთავსების დროს აღენიშნებოდა „მარჯვენა იღლიის მიდამოებში
სიწითლეები. მაჯებზე სიწითლეები- ხელბორკილების კვალი. მარცხენა მუხლზე წითელი ფერის ფუფხები”,- ნათვქამია განცხადებაში.
სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან უკვე გამოითხოვა
საქმის შესწავლისთვის საჭირო დოკუმენტაცია, რომლის მიღების შემდგომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელდება ადეკვატური რეაგირება.
internet.ge